IX დღის რეფლექსია
პირველ ეტაპზე გავაკეთე მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკის ადაპტირება. ავტვირთე და გამოვაქვეყნე მასალები ბლოგზე. ბოლო ეტაპზე მოვისმინე კოლეგების პრეზენტაციები და თავადაც წარვადგინე პროექტი.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება გათვლილია მოსწავლეების XXI საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაზე. პროექტით სწავლება საშუალებას იძლევა პედაგოგმა სასწავლო პროცესში გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდოლოგიური აქტივობები შესაბამისი საჭიროებებიდან გამომდინარე. სწავლების ფორმების მრავალფეროვნება საინტერესოს ხდის სწავლების პროცესს, იმატებს მოსწავლეთა მოტივაცია და შედეგის მიღწევა უფრო თვალსაჩინოა. პროექტის ფარგლებში გამომუშავებული უნარ-ჩვევების გამოყენებას მოსწავლეები სხვა საჭიროებებისათვის მოახდენენ ახალ სიტუაციებში.
ი.ს.გ.-ის შედგენისას სასწავლო პროცესში ერთ პროექტს აუცილებლად შევიტან დაგეგმილ აქტივობებში.
მადლობა ტრენეტს, ქალბატონ თამარ ლოსაბერიძეს, რომელიც ძალიან ენერგიულად და პოზიტიურად წარმართავდა ტრენინგს.