воскресенье, 14 февраля 2016 г.


მესამე დღის რეფლექსია



ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენებაში რამდენიმე თვალსაზრისით.

ე.ს.გ.-ის სტანდარტებიდან გამომდინარე შევიმუშავე ჩემი  თემიდან გამომდინარე მიზნები და მისაღწევი შედეგები. კონკრეტული მიზნები გამომდინარეობს, როგორც მოსწავლეთა შესაძლებლობებიდან და უნარებიდან, ასევე თემატიკიდან. 

გავეცანი მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების სამ ტიპს - ზოგადს, თემატურსა და შინაარსობრივს. შევადგინე შემდეგი  ვალიდური კითხვები:

ზოგადი - რა აძლევს ორგანიზმს სიცოცხლეს?
თემატური - რა დანიშნულება აქვს წყალს ცოცხალი ორგანიზმისათვის?
შინაარსობრივი - როგორია სხვადასხვა სასმელების ოპტიმალური pH დონე?
                                 რომელი სასმელია ჩვენთვის მისაღები და უსაფრთხო?

суббота, 13 февраля 2016 г.

მეორე დღის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.

პირველი მოდული - პირველ დღეს განვიხილეთ პროექტით სწავლების ფორმა, მისი აქტუალობა და შედეგბი. პროექტით სწავლება შეიძლება იყოს, როგორც მოკლე ისე გრძელვადიანი. აუცილებელია, რომ პროექტი ეფუძნებოდეს კონკრეტულ საკვლევ პრობლემას, რომელსაც რეალურად შეისწავლიან მოსწავლეები, მოიძიებენ ინფორმაციას, გადაამუშავებენ მას და იმსჯელებენ გამოსავალზე, დადებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს. პროექტით გათვალისწინებული პრობლემა ასევე, უნდა იყოს აქტუალური და ცხოვრებისეული.

პროექტი მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს, კერძოდ ჯგუფურ მუშაობას, პრეზენტირებას და უნარების გათვალისწინებით საქმიანობის გადანაწილებას. ჯგუფური მუშაობა და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება ავითარებს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს.  ინფორმაციის შეგროვება და დახარისხება, მსჯელობა, კვლევების დაგეგმვა და ანალიზი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. პედაგოგის მიერ მიცემული ვალიდური განმარტებები, მოსწავლეებს ეხმარებათ საკუთარი ინიციატივების გამოვლენაში,  მოსაზრებების არგუმენტირებულ დაცვაში და ე.ს.გ.-ით გათვალისწინებული სტანდარტების მიღწევაში. 

პროექტით სწავლება მოიცავს  ე.ს.გ.-ის მიხედვით მისაღწევი შედეგების კონკრეტული ინდიკატორებით შეფასებას.